
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება.
ღონისძიებაში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პატარებმა საინტერესოდ და არტისტულად წარმოადგინეს საახალწლო მეჯლისზე მოწვეული ზღაპრის გმირები: კონკია და უფლისწული, დედინაცვალი თავისი გოგონებით, პეპი, ბურატინო და სხვა პერსონაჟები.
ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები