
მარნეულის მუნიციპალიტეტის, კასუმლოს საჯარო სკოლის მაღალკლასელ მოსწავლეებს პროგრამის - „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ (PITA) ფარგლებში თემაზე - „Start Up“ ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგი პროექტების შექმნას ეხებოდა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია - „თუ როგორ უნდა დაწერონ ეფექტური პროექტი” და “რას ნიშნავს Start Up?“.
პროგრამა PITA-ს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები