ხონის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილი თემაზე „ჩვენ და წამლები“ ჩატარდა
21-02-2019

ხონის N1 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი თემაზე „ჩვენ და წამლები“ ჩატარდა. 

გაკვეთილი IIა კლასში პედაგოგმა, შორენა კაკაბაძემ ჩაატარა და სტუმრად მიიწვია ფარმაცევტი დარეჯან მესხი. 

სტუმარმა ბავშვებისთვის გასაგები ენით საინტერესოდ ისაუბრა თემის ირგვლივ, ხოლო მოსწავლეებმა კი გამოავლინეს საკუთარი ცოდნა აღნიშნული საკითხის შესახებ.

მათ სასარგებლო რჩევები მიიღეს სტუმრისაგან მედიკამენტების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენის თაობაზე.

ხონის N1 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის სტუმარს სკოლის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის და როგორც მშობელს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203