
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-11-ბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ნატო კვეტენაძემ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „დედაშვილობის პრობლემა დღევანდელი გადასახედიდან „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით“.
„ახალგაზრდებმა ახლებურად, კრიტიკულად გაიაზრეს მოთხრობაში გადმოცემული დედა-შვილს შორის აღზრდასა და ურთიერთობებში გაჩენილი წინააღმდეგობები, საინტერესოდ დაუკავშირეს თანამედროვე ცხოვრებაში დედაშვილობაში გაჩენილ პრობლემებს და ხაზი გაუსვეს ნაწარმოების იდეურ, სიმბოლურ თუ რელიგიურ კოდებს.
როგორც შემფასებლებმა აღნიშნეს, თანამედროვე ახალგაზრდებს ნამდვილად სჭირდებათ მსგავს სოციალურ საკითხებზე დაფიქრება, რათა ოჯახური ურთიერთობები სიყვარულსა და პატივისცემაზე იყოს დამყარებული და ამით დედაშვილობის ფილოსოფია სიღრმისეულად გაიაზრონ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები