ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის 150-წლისთავთან დაკავშირებით სპექტაკლი - „გიქორი“ ნახეს
21-02-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი - „გიქორი“ ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სომეხი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150-წლისთავთან დაკავშირებით, მიწვეული იყვნენ მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე ,,გიქორი''.
სპექტაკლი თბილისის სომხური თეატრის დასმა ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დადგა.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სპექტაკლით მოსწავლე-მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო