დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი შეყრილაძე წარმატებისთვის დააჯილდოვეს
21-02-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე გიორგი შეყრილაძე ოლიმპიადა „ევერესტში“ მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლე ოლიმპიადის საშემოდგომო სეზონის ფინალისტი იყო. მას ორი სიგელი გადაეცა, მიღწეული წარმატებისთვის და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით დაკავებული მერვე ადგილისათვის.

თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ... ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენ და გიორგი. ვულოცავთ მას და წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203