დაბა ხულოს საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
20-02-2019

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ფენიქსი“ (ხელმძღვანელი: მზია აბულაძე) პროექტის „მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ“ ფარგლებში ჩაატარა პოეზიის საღამო, სახელწოდებით: „პოეზია,უპირველეს ყოვლისა“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა ისტორიის კლუბი „დიდგორიც“ (ხელმძღვანელი: ჟუჟუნა ცეცხლაძე). 

„საღამო იყო ძალიან თბილი, უშუალო, შთამბეჭდავი. აქ ყველა თავისუფლად გრძნობდა თავს. მოსწავლეები ცდილობდნენ თავიანთი ემოციები და გრძნობები გადაეცათ მსმენელებისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

საღამოზე საყვარელი ლექსების გარდა, საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს მეათე კლასელმა ია სურმანიძემ და გიორგი ჯორბენაძემ. 

საღამომ წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203