როდის გამოქვეყნდება 2019 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის
20-02-2019

აბიტურიენტების 2019 წლის ცნობარი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

„აბიტურიენტების ცნობარს ველოდებით უკვე და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - განაცხადეს ცენტრში.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდს, უწყებაში აცხადებენ, რომ აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაცია ცნობარის გამოქვეყნების შემდგომ შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203