ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული ღონისძიება გამართეს
20-02-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150-წლისთავს მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედებითი საღამო მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე პიესით - „ანუშ“ წარსდგნენ.

პიესა სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელმა მარინე მეგერიანმა დადგა. 

„შემოქმედებითი საღამო ძალიან საინტერესოდ წარიმართა და წარმატებით ჩატარდა“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203