
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის საჯარო სკოლა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში Izrune.ge წარმატებით ჩაერთო.
პორტალში აქტიურად ჩაერთნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელ ნანა ბუჩუკურთან და მშობლებთან ერთად.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.