ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
20-02-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის V, VI და VII კლასის მოსწავლეები და კლასების დამრიგებელი ნათელა სისაური სოციალური პროექტის  „სიკეთის ძალა“ ფარგლებში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ქალბატონს ესტუმრნენ და შეგროვებული საკვები პროდუქტები გადასცეს. 

„მსგავსი პროექტების განხორციელება ემსახურება მოზარდის ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ და ღირსეულ წევრად. გამოუმუშავებს მათ ისეთ უნარებს, როგორიცაა განსხვავებულ სოციალურ გარემოში მცხოვრები ადამიანების მიღების და აღიარების, ემპათიის უნარების განვითარება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტი თემის ჩართულობით განხორციელდა. 

ახალსოფლის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს პროექტის განხორციელებაში თანადგომისა და მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203