სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესში მშობლების ჩართულობა კანონით განისაზღვრა
20-02-2019

სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტივობა იზრდება - მშობლებს საშუალება ექნებათ, სასკოლო სახელმძღვანელოს რეცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. კერძოდ კი სახელმძღვანელოების შესახებ რეკომენდაციები და შენიშვნები წარმოადგინონ.

ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა. კანონს დაემატა ქვეპუნქტი, რომელიც მშობელთა ჩართულობას ითვალისწინებს.

„საზოგადოებრივი საწყისებიდან გამომდინარე, რეცენზირების პროცესში ხორციელდება მშობლების ჩართულობა, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობასა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენას.

რეცენზირების პროცესში მშობელთა შერჩევის, მათი ჩართულობის წესი და პირობები განისაზღვრება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუკი მაკეტზე გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაცია მიმართულია მაკეტის გაუმჯობესებისკენ, საკმარისად დასაბუთებულია და მისი გათვალისწინება განპირობებულია აუცილებლობით“,-ნათქვამია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203