თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა - „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ დაათვალიერეს
20-02-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის VI ბ კლასის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გამოფენა -  „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ დაათვალიერეს. 

დავითის ხელნაწერების დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებმა დიდგორის ბრძოლის გამარჯვების ისტორია მოისმინეს და აქტივობაში - „გააფერადე მეომრები“ მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ბრძოლის ამსახველი სცენა გააფერადეს.

„ჩვენი მოსწავლეების სახელით დიდ მადლობას ვუხდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ ნესტან ბაგაურს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203