
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროექტ „ჩემი სამყაროს“ სალექციო კურსის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისათვის ორი ლექცია ჩაატარა.
ლექციები განათლების საკითხების სპეციალისტმა, ივანე მინდაძემ და კიბერუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ ჩაატარეს.
ივანე მინდაძე დამსწრე საზოგადოებას თემაზე „როგორ ავირჩიოთ პროფესია და შესაბამისი საგანმანათლებლო სასწავლებელი“ ესაუბრა, ხოლო ანდრო გოცირიძის თემა კი „კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა“ იყო.
იხილეთ ფოტოები