''ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო'' - გავაზის სკოლის განსხვავებული ღონისძიება
22-02-2017

გავაზის  სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

აქციას - "ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო" სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები შეუერთდნენ.

მოსწავლეების თქმით, ღონისძიება ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წარიმართა.

გავაზის სკოლის დირექციამ აღნიშნა, რომ დიდ მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაკა ჯეირანიშვილს, განსხავებული და მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებისათვის, რამაც დიდი მოწონება და  ხალისი  დაიმსახურა მოსწავლეებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...