თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „მიწის ყივილი“ პრეზენტაცია გამართეს
20-02-2019

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის IX ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან ბოგვერაძის ხელმძღვანელობით, პროექტის -  „მიწის ყივილი“ პრეზენტაცია გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში განახორციელეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა:

1. მოიძიეს სხვადასხვა დროის ქართველ ემიგრანტთა ყოფის ამსახველი მასალები;

2. ნახეს ქართული ფილმი „ფესვები“ და გამართეს დისკუსია ფილმის ირგვლივ;

3. მოისმინეს და გაიზიარეს ემიგრანტი მშობლის ნონა ჯიშკარიანისა და იმ თანაკლასელთა მონათხრობი, რომელთა მშობლები უცხოეთში იმყოფებიან;

4. დაწერეს ქრონიკები: „ემიგრანტული ქრონუკები“;

„პროექტის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა და დადებითად შეფასდა სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილისა და დამსწრე საზოგადოების მიერ. ვულოცავთ პროექტის ხელმძღვანელსა და მასში ჩართულ მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203