სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
19-02-2019

სენაკის N1 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ნონა ფარულავა) შექმნეს ხელნაკეთი წიგნები ფოტოკოლაჟებით საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე. 

წიგნებში  საინტერესოდაა წარმოდგენილი ისტორიული ძეგლები, დაცული ტერიტორიები, კუთხეები და სამოსი, დიდი მეცნიერები, დიდი ხელოვანები, საქართველოს კურორტები, ფლორა და ფაუნა.

მოსწავლეებმა მუშაობისას მოიძიეს და გამოიყენეს სხვადასხვა ლიტერატურული წყარო.

„მოსწავლეებმა მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელიც საინტერესოდ წარმოადგინეს. გაიმართა ასევე დისკუსია, სადაც ყველა აქტიურად იყო ჩართული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ სიგელებით. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203