როდის დაითხოვენ წელს მე-12 კლასის მოსწავლეებს?!
19-02-2019

2018-2019 სასწავლო წელი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე წლის 15 ივნისს მთავრდება.

რაც შეეხებათ მეთორმეტე კლასელებს, როგორც ცნობილია ისინი სასწავლო წელს უფრო ადრე ასრულებენ.

etaloni.ge-ს კითხვაზე, როდის ასრულებენ მე-12 კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესს და როდის ექნებათ მათ ბოლო ზარი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს, ორშაბათ დღეს დასრულდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203