ჩატარდება თუ არა პედაგოგებისთვის ტრენინგების მორიგი ციკლი კრედიტქულების გაუქმებამდე - მასწავლებლის სახლის პასუხი
18-02-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ სქემაში დაგეგმილი არაერთი სიახლის მიუხედავად, პედაგოგები კარიერული წინსვლისთვის, კრედიტქულების გაუქმებამდე, აქტივობებს ჩვეულ რეჟიმში ახორციელებენ.

აქტივობებების ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობასაც მოიცავს, რაშიც მასწავლებლები კრედიტების გარკვეულ რაოდენობას აგროვებენ.

პედაგოგების მხრიდან მომართვიანობისა და მათი ინტერესიდან გამომდინარე Etaloni.ge შეეცადა გაერკვია გამოცხადდება თუ არა ტრენინგების მორიგი ციკლი მასწავლებელთა სახლის მიერ და იქნება თუ არა მათი გავლა დამატებითი კრედიტების მომტანი, როგორც აქამდე იყო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის  როდის გამოცხადდება რეგისტრაცია ახალ ტრენინგებზე.

პედაგოგები ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ კუთვნილ კრედიტებს იმ ტრენენიგებში, რომელსაც გადიან ან რომელიც გაიარეს. ამ ეტაპზე, რაზეც რეგისტრაცია იყო გამოცხადებული ის ტრენინგები მიმდინარეობს და ახალი ტრენინგები როდის გამოცხადდება ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია. სავარაუდოდ მარტში გვეცოდინება“.

ასევე იხილეთ: როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე

უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სექტემბრისთვის მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ გასავლელი, ვადა 2019 წლის ბოლომდე მიეცემათ

რამდენ საათიან ტრენინგს უნდა დაესწროს პედაგოგი კრედიტქულის მისაღებად?! - მასწავლებლის სახლის განმარტება

კერძო ტრენინგ ცენტრებისთვის ბაზა იქმნება - „პედაგოგებისთვის ტრენინგები უაზრო და ქაოსური აღარ იქნება“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203