მოსწავლეებისთვის ექსტერნის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
14-02-2019

მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დადგინდა.

კერძოდ კი  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადად მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან - 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

გამოცდის ჩატარების ვადად კი - მიმდინარე წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდი.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ რესურსცენტრებში.

იხილეთ ვრცლად ბრძანება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203