თბილისის N165 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ
13-02-2019

თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევერესტის“ მათემატიკურ კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსში V კლასის სამი და IV კლასის ერთი მოსწავლე მონაწილეობდა და მათ სიგელები გადაეცათ. 

მოსწავლეების გარდა დაჯილდოვდნენ სკოლის დირექტორი მაია ჯაბაური (მეხუთე კლასის პედაგოგი) და დაწყებითი კლასის მასწავლებელი თეა ავალიანი. მადლობის ფურცელი გადაეცა სკოლასაც. 

თბილისის N165 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და პედაგოგებს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203