უჩხოს საჯარო სკოლაში თემაზე - „მოქმედებათა თანმიმდევრობა“ მათემატიკის წრის შეხვედრა გაიმართა
13-02-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის, უჩხოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში პედაგოგმა ნანული  სოლომონიძემ მათემატიკის წრის გეგმით გათვალისწინებული მერვე შეხვედრა ჩაატარა.

საწრეო მუშაობის თემა იყო - „მოქმედებათა  თანმიმდევრობა“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა აუხსნა და მოსწავლეებთან ერთად იმუშავა გამოსახულებაში მოქმედებათა თანმიმდევრობაზე. მოსწავლეებმა სხვადასხვა ხერხით შეასრულეს შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის მოქმედებები. მესამეკლასელებმა ბუკები გამოიყენეს, იმუშავეს, როგორც წყვილებში ისე ინდივიდუალურად და დასახულ მიზანს მიაღწიეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203