იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დავითობასთან დაკავშირებით პროექტი-გაკვეთილი - „ჩემი დიდი წინაპარი“ ჩატარდა
12-02-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-8/4 კლასში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით პროექტი-გაკვეთილი - „ჩემი დიდი წინაპარი“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლია გვილავამ მეფედ მეფე დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და ქართული სიმღერები შეასრულეს.

გაკვეთილის შემდეგ მე-8/4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი და გელათის ტაძარი მოინახულეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203