გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ტექნოპარკს ესტუმრნენ
12-02-2019

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ტექნოპარკს ესტუმრნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა თანამედროვე ტექნოლოგიები დაათვალიერეს და კიბერბულინგისა და კიბერ უსაფრთხოების თემაზე ტრენინგს დაესწრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ტრენინგი საკმაოდ საინტერესო გამოდგა როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე ისტ-ისა და „მე და საზოგადოების “ პედაგოგებისთვისაც.

„ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი - „ექსპერიმენტორიუმი“, საკუთარი ხელით ჩაატარეს ცდები და სახალისო ექსპერიმენტები. ტრენინგიც და სასკოლო ტურიც ტექნოპარკსა და „ექსპერიმენტორიუმში“ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა თითოეული მოსწავლისა და პედაგოგებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203