ჯალაურთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი წარმატებული მუშაობისთვის დაჯილდოვდა
11-02-2019

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)  სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობამ“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.

ღონისძიებაზე წარმატებული სასკოლო სამოქალაქო კლუბების სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებელი დაჯილდოვდნენ. 

გამარჯვებულთა შორის იყო ჯალაურთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ბეღურები“, რომლებიც აუდიტორიის წინაშე თემით „მეტი პატივისცემა ქალებს“ წარსდგნენ. 

თემა ნინო ცარციძემ და თეონა გურაბანიძემ წარადგინეს. 

პროექტი ბავშვთა უფლებებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თვითმმართველობასთან თანამშრომლობას უკავშირდებოდა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203