შუახევის მუნიციპალიტეტის, დარჩიძეების საჯარო სკოლამ წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის - შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, საზოგადოება მარეთის თავმჯდომარეები, ფონდ „შუბანის“ თავმჯდომარე დავით ცეცხლაძე და სხვები.
სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები