ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგნობრივ ნაწილში შეიძლება უნარების ჩამატება მოხდეს
10-02-2019

„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქვს, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

იხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქრონიკასთან“ და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იმართება შეხვედრები ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი.

მისი თქმით, განათლების სისტემას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, დაწყებული სკოლიდან, დამთავრებული მეცნიერებით, რომელიც ბატიაშვილის თქმით, თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

„მეცნიერება, განათლება, მეცნიერება. დღეს ეს ბაზისი არ არსებობს. ეს რაღაც ისტორიულ მომენტზე ასე გაკეთდა. ერთ დღეში ხელაღებით გავაუქმეთ ყველაფერი.

როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? გამოცდის ჩაბარებისას, იქნება ეს მათემატიკა თუ ქართული, საგნობრივ ნაწილში, შესაძლებელია, საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარებზე როგორც ცალკე საგამოცდო გამოცდაზე უნდა ვთქვათ უარი, თუმცა, აბიტურიენტებს საგნის ჩაბარებისას საშუალება ექნებათ გამოამჟღავნონ საგნობრივი უნარები“, - განაცხადა მინისტრმა. 

ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ. პანაცეა,  ოღონდ, გამოცდა ჩავაბაროთ,  არ გვაძლევს შედეგს“, - აღნიშნა მინისტრმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203