„რეპეტიტორებს არ ვებრძვით“ - განათლების მინისტრი
07-02-2019

„ჩვენ რეპეტიტორებს არ ვებრძვით“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

დეპუტატები დაინტერესდნენ, საატესტატო გამოცდების გაუქმება არის თუ არა გამოცხადებული ბრძოლა რეპეტიტორებთან.

„ვფიქრობ, ცოტა არასწორი აქცენტები დაისვა, თითქოს, ჩვენ ვებრძვით რეპეტიტორებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს თავისთავად ისეთი თემაა, რომელსაც ირჩევს ბავშვი, მშობელი და თავად რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვებრძვით იმას, რომ არ შეიძლება სისტემა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203