
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის IX კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა დროის კოლხური და იბერიული არქეოლოგიური ექსპონატები დაათვალიერეს და მათ მსგავსება-განსხვავებებზე იმსჯელეს. მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს სხვა მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მუზეუმიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები