დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე „ნორჩი ხელოვანები“ შეიქმნა.
წრეს პედაგოგი მაია ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.
სასკოლო წრეში V-დან IX კლასის ჩათვლით მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრის შეხვედრები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევს გაიმართება.