
თიანეთის მუნციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგის ხალიანა ცალუღელაშვილის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური კონკურსი - ,,მათემატიკური ვიქტორინა” ჩატარდა.
ვიქტორინაში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა საინტერესო ფორმატით იყო წარმოდგენილი და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მათემატიკით დაინტერესებას და ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. ვიქტორინაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
„სწორად შერჩეული სტრატეგიით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები