სარეკის საჯარო სკოლის ეკოჯგუფის წევრები სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესტუმრნენ
06-02-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ეკოჯგუფის წევრები ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას და წილკანში ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.

ეკოჯგუფის წევრები ბაზების მუშაობას გაეცნენ, ლაბორატორიები დაათვალიერეს და დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილოება.

ეკოჯგუფის წევრების ვიზიტი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროების და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ინიცირებული პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“  ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიზანი გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203