
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშაველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ახალი ნერგი“ ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე აქცია - ,,იარე ნელა!!!" გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს და საინფორმაციო ფურცლები დაბეჭდეს.
პლაკატები სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ გზაზე განათავსეს, გამვლელ მძღოლებს კი საინფორმაციო ფურცლები და თხოვნა - „იარე ნელა!“ გადასცეს.
იხილეთ ფოტოები