საჯარო საბავშვო ბაღებისთვის მონიტორინგის ჩატარების ვადები და სპეციფიკა დამტკიცდა
05-02-2019

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემა დამტკიცდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს მონიტორინგი უნდა ჩატარდეს არანაკლებ 15 საჯარო დაწესებულებაში, ხოლო 2020-2021 წლებში არანაკლებ 30 საჯარო დაწესებულებაში (არანაკლებ 15 დაწესებულებაში მონიტორინგის მე-2 წელი, ხოლო არანაკლებ 15 დაწესებულებაში - მონიტორინგის პირველი წელი).

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სისტემის მიზანია სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის განხორციელება, არსებული გამოწვევების დადგენა და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.

საჯარო ბაღებისთვის განსაზღვრული მონიტორინგი მოიცავს სამი ძირითადი სტანდარტს

  • ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი
  • სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტი

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების პროცედურები, სპეციფიკა და ვალდებულებები ვრცლად იხილეთ ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203