
ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავს მიძღვნილი ვიქტორინა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ვიქტორინაში მე-5 - მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში ქართულ ენაზე წარიმართა და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
,,ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების“ შესახებ თემა დანერგილია სკოლის სასწავლო პროცესში - ქართული ენის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, კინოხელოვნების გაკვეთილებზე და პროექტში -,,თავისუფალი გაკვეთილები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები