სარეკის საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ განხორციელდა
05-02-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ განხორციელდა. 

პროექტი მიმართული იყო ნარკომანიის წინააღმდეგ და მასში VIII-IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სპორტის მასწავლებელი ნინო კოპაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლელა გელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა: მოეწყო ქართული ფილმის „ქუჩის დღეების“ ჩვენება და დისკუსია, მოისმინეს ლექცია ნარკომანიის მავნებლობის შესახებ, წარმოადგინეს პრეზენტაცია, გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, ბოლოს კი მოაწყვეს სპორტული შეჯიბრება.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203