ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრებზე რეგისტრაცია გამოცხადდა
05-02-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტის „ინგლისური ენა თემისთვის“ ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რაიონებში, კერძოდ, მარნეულში, ახალქალაქში, თბილისში, საჩხერეში, ბაღდათში და რუსთავში.

რეგისტრაცია დაიწყო მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან და გაგრძელდება 8 თებერვლის ჩათვლით.

შეხვედრის მიზანია „ცვლილებების გამტარებლებმა“, რომლებიც აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო უნარითა და რესურსით, ხელი შეუწყონ სხვა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. სამუშაო ჯგუფების მუშაობა ორიენტირებული იქნება სწავლების პროცესთან დაკავშირებულ ადგილობრივ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და ინტერესებზე. მონაწილე მასწავლებლები თავიანთ ჯგუფებში შექმნიან საკუთარ სოციალურ ჯგუფებს, სადაც მომავალშიც გააზიარებენ აქტივობებსა და რესურსებს, წაახალისებენ და მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.

ჩართულობისთვის თითოეულ მასწავლებელს გადაეცემა ჩართულობის სერთიფიკატი და მიეცემათ კრედიტქულების დაგროვების შესაძლებლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში. სამ სამუშაო შეხვედრაზე დასწრებისთვის მასწავლებლები მიიღებენ 0.5 კრედიტქულას. იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაო ჯგუფების წევრი მასწავლებლები, ჩვენი მასალებისა და გამოცდილების გამოყენებით, თვითონაც ჩაატარებენ მსგავს სამუშაო შეხვედრებს (სამი 1.5-3 საათიანი შეხვედრა), მათ მიეცემათ საშუალება დამატებით მიიღონ 1 კრედიტქულა.

პროექტის ბოლოს, 2019 წლის მარტში, ასევე მოეწყობა სათემო ღონისძიებები და კონფერენცია.

რეგსიტარციისთვის მიყევით ბმულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203