ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
04-02-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ნიკეს“ ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემაზე - ,,წიგნი თუ კომპიუტერი“ ესეები დაწერეს, პლაკატები და კედლის გაზეთი დაამზადეს და სოფლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საყვარელი ნაწარმოებები და გალაკტიონის ლექსები წაიკითხეს, ისაუბრეს მწერლებზე, პოეტებზე და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მნიშვნელობაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203