
ბათუმის N20 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო საჯაროდ კითხვის დღე დევიზით: „ვკითხულობთ ხმამაღლა,შევცვალოთ სამყარო“ ჩატარდა.
კითხვაში აქტიურად ჩაერთნენ VIIIა კლასის მოსწავლეები და მათი ქართული ენის მასწავლებელი ნაირა ავალიანი.
„განსაკუთრებით აქტიური და კრეატიული იყო ზურა გოგუა, გამოირჩეოდნენ: ირინა ვარშანიძე, მეგი შავაძე, ანუკი აბულაძე, ლევან ბერიძე და სხვები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე დარეჯან იმნაიშვილი, სკოლის ბიბლიოთეკარი მერი ბეჟანიძე და ქართული ენის მასწავლებლები: მანანა დიდიძე და ლეილა ჭურკვეიძე.
იხილეთ ფოტოები