
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ჭილურტის საჯარო სკოლის III -IV კლასში ინგლისურ ენაში სახალისო გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინგლისური ენის პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს სახალისო აქტივობა გამოიყენა. იმ მოსწავლებს, რომლებიც მუსიკის გათიშვის შემდეგ სკამზე დასხდომას ვერ ასწრებდნენ, ერთს სიტყვა უნდა აეხსნა, მეორეს კი ის უნდა გამოეცნო.
საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები