
ხაშურის მუნიციპალიტეტის, გომის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ციური თედიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დაგეგმეს და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელები სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ, მათ ასევე ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სასარგებლო პროდუქტებით კერძები მოამზადეს.
იხილეთ ფოტოები