
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონმა“ სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატებით ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც პირველი ტურის 50 ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახეს.
ასევე, სწორედ ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე დავით ბიძინაშვილი გახდა სიღნაღის რაიონის „ეტალონი მოსწავლე“.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს თავის აღსაზრდელებს ამ წარმატებებს და შემდგომ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები