ჩხარის N2 საჯარო სკოლაში შაშის შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
04-02-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლაში შაშის შიდა სასკოლო შეჯიბრება (სპორტის პედაგოგი: დიმა არეშიძე) გაიმართა. 

თითოეული კლასიდან გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც  ერთმანეთს პირველობისთვის შეეჯიბრნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა მე-9 კლასის მოსწავლე დათო ნემსაძე, მეორე ადგილი დაიკავა მე-8 კლასის მოსწავლე საბა პატარიძემ, მესამე ადგილი კი გაინაწილეს მე-5 კლასის მოსწავლე გუგა ზარნაძემ და მე-6 კლასის მოსწავლე ლიკა ღიბრაძემ.

მოსწავლეები სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203