კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები სტომატოლოგიურ საქმიანობას გაეცნენ
04-02-2019
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მეათე კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის პედაგოგის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით ექიმ სტომატოლოგს, ნ. ხალილუევას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ხდება სამედიცინო იარაღების სტერილიზაცია, რას და როგორ იყენებს სტომატოლოგი მუშაობაში, დაათვალიერეს ექიმის ხელსაწყოები და დასვეს კითხვები. 

„შეხვედრიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მიიღეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203