
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა წელსაც დიდი სიხარულით შეუერთდა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის“ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით ტარდება.
„ვიკითხოთ ხმამაღლა და შევიყვაროთ წიგნი“ - ამ დევიზით წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესს VI-XII კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები ხალისით შეუერთდნენ. მეექვსე და მეშვიდე კლასელებმა „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავი სტრიქონები გააჟღრეს, უფროსკლასელები კი მხატვრული კითხვით გალაკტიონის პოეზიას ეზიარნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები