
ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლაში პირველ სემესტრში რამდენიმე ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილები საგანში, ბუნებისმეტყველება გაიმართა: მესამე კლასში თემაზე „ფოთოლი“, ხოლო პირველ კლასში თემაზე - „რა რისგან მზადდება?“.
„გაკვეთილებმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და ამით საგაკვეთილო მიზნებს მიაღწია, როგორც პედაგოგმა, ისევე კლასმა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აქტივობები ხალისიანი და საინტერესო იყო, რამაც მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა განაპირობა. მათ მუშაობის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიები და ვიდეომასალა გამოიყენეს.
იხილეთ ფოტოები