
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლას ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრებმა სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა და დიალოგი გამართა.
იხილეთ ფოტო