
სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ საჩხერის რაიონში არსებულ წითელი ჯვრის ორგანიზაციას, რომელიც მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს მფარველობს.
მათ სოფელში არსებული რესურსის გამოყენებით მოაგროვეს თანხა და ბენეფიციარებს პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდეს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სარეკის საჯარო სკოლა.docx
იხილეთ ფოტოები