გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა
04-02-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა.
 
ღონისძიების ორგანიზატორის თეონა ჯუღელის თქმით, ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
 
„მოსწვალეებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ საყვარელი ლექსები მათთან ერთად პედაგოგებმაც წაიკითხეს. სწორედ ამ ფაქტმა დაბადა სურვილი ამგვარი საღამოების ტრადიციად ქცევისა. ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი საშუალება იქნება  მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაციისა და წიგნიერების დონის ამაღლებისა. ამავე მიზანს ემსახურებოდა მეორე კლასში განხორციელებული აქტივობებიც. პატარები სიხარულით და სიამაყის განცდით იყვნენ სავსენი, რომ უკვე იციან კითხვა და შეუძლიათ უფროსებთან ერთად აღნიშნონ ეს თარიღი“,- აღნიშნავს თეონა ჯუღელი.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203