ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით წიგნების საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
01-02-2019
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

საღამოს ინიციატორები IX კლასის მოსწავლეები, დეა და მარი თავართქილაძეები იყვნენ, რომლებსაც ძალიან უყვართ წიგნების კითხვა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებს შეაყვარონ წიგნები, აუხსნან მათი საჭიროება და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.

„ისინი ფიქრობენ,  რომ გენიოსების აზრების გაცნობა ბრწყინვალე ვარჯიშია და რომ ის ანაყოფიერებს გონებას და ავარჯიშებს მას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მაშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენებული იყოს მსოფლიოს  სხვადასხვა ქალაქების გვერდით, ჩაერთოს ბევრი ადამიანი და იკითხონ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203